Live in Kutaisi

Live in Kutaisi არის ჯგუფ ტაქსის საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1992 წელს.

კონცერტი ჩაწერილი იქნა 1992 წლის 12 ივლისს, ქ. ქუთაისში, ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრში ჩატარებული კონცერტის დროს. ეს კონცერტი მოეწყო აქციის "როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ" ფარგლებში.

კონცერტი გაიხსნა სიმღერებით "ზამთარი" და "პროსტიტუცია", შემდეგ კი შესრულდა სიმღერები 1988 წლის სტუდიური ალბომიდან ტაქსი - "ელექტროსკამზე" და "ეს მიწა" (მოდიხარ ჩემთან). კონცერტის დასასრულს კახა კიკაბიძემ შეასრულა ახალი სიმღერა "თბილისური ბლუზი".
სიმღერები

1. "ზამთარი"
2. "პროსტიტუცია"
3. "ელექტროსკამზე"
4. "ეს მიწა"
5. "თბილისური ბლიუზი" (კახა კიკაბიძე)


მუსიკოსები
დადა დადიანი – ვოკალი, ბას გიტარა;
კახა კიკაბიძე – გიტარა;
ირაკლი ჩარკვიანი – კლავიშები;
ბიჭიკო ოსიპოვი – დასარტყამები.