ქაღალდის გემი - Tribute ალბომი
ქაღალდის გემი - Tribute ალბომი არის ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ალბომი, რომელიც სხვადასხვა მუსიკოსმა ერთად ჩაწერა.
ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ხუთმა ჯგუფმა და თოთხმეტმა სოლო შემსრულებელმა. აღსანიშნავია, რომ ალბომში წარმოდგენილი ყველა სიმღერა ზუსტად შეესაბამება ამა თუ იმ მუსიკოსისათვის დამახასიათებელ მუსიკალურ სტილს - მაგალითად, ლექსენმა ირაკლის სიმღერა "შავი ფერი" რეპის სტილით წარმოადგინა, ჯგუფმა Young Georgian Lolitaz სიმღერა Wooden Monkey ტრადიციული ალტერნატიული როკის ჟანრით გამოიტანა და ა.შ.
ალბომის ანოტაციაში წერია: დიდი მადლობა ირაკლი ჩარკვიანს მაგარი სიმღერებისთვის. ასევე ყველას, ვინც უანგაროდ დაგვეხმარა ამ ალბომის ჩაწერასა და გამოშვებაში.
სიმღერები
1."ვიცი რომ"(უცნობი)
2. ქაღალდის გემი" (ბაკურ ბურდული)
3. "თბილისო" (ქეთათო და მწვანე ოთახი)
4. "შავი ფერი" (ლექსენი)
5. "ისტორიას დარჩება" (ზუმბა)
6. "მოგიტან წყალს" (გოგი ძოძუაშვილი)
7. "გვარდია" (ვაკის პარკი)
8. "ნანასი" (გიგა მიქაბერიძე)
9. "სექსი" (ჟორა)
10. "შავი ზღვა" (პანჩო)
11. "Silent Swim" (ნიკა მაჩაიძე)
12. "Wooden Monkey" (Young Georgian Lolitaz)
13. "ერთად" (მწვანე ოთახი)
14. "მოგიტან წყალს" (სერგი გვარჯალაძე)
15. "მოდი აქ" (Outsider)
16. "Love is all" (პეჩო)
17. "მიძღვნა" (ბიგ თიკო)*
18. "Cowboy" (ზაზა მარჯანიშვილი)
19. "მენატრება" (33ა)
ალბომში შესული ყველა სიმღერის მუსიკა და ტექსტი ეკუთვნის ირაკლი ჩარკვიანს, გარდა * აღნიშნულისა.